პროკურორი: მელიამ კანონი დაარღვია – ის ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ნიკანორ მელია ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა.
დეპუტატ ემზარ კვიციანის შეკითხვა, ხომ გამოცხადდა ნიკა მელია დღევანდელ სხდომაზე და რა საჭიროა მისთვის პატიმრობის შეფარდება, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა:
„კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ. თუმცა, ნიკა მელია არ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს უნდა დაიცვას კანონი, თუმცა მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას. ჩვენ გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, რომ მივმართოთ სასამართლოს და სასამართლომ იმსჯელოს. რას გადაწყვეტს სასამართლო, ეს სასამართლოს შესაფასებელია”, – განაცხადა გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები