მერაბ ქვარაია: „ნაცმოძრაობამ“ ხელი ჩვენკენ კი არა, საკუთარი მავნებლური საქმიანობისკენ უნდა გაიშვიროს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ იმუნიტეტის შეჩერება არ ზღუდავს დეპუტატს, დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი ჩვენკენ კი არა, საკუთარი მავნებლური საქმიანობისკენ უნდა გაიშვიროს და იქ ეძებოს იმ ყველაფრის სათავე, რაც ხდება. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა თუ არა, მოუწევს მას, ვინც პარლამენტზე შტურმისკენ მოუწოდებდა და მთელი საქართველო ხედავდა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება არავის სიამოვნებს, მაგრამ არც იმის საფუძველი არსებობს, რომ საგამოძიებო უწყებას უნდობლობა გამოვუცხადოთ, ხელი შევუშალოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა, გამოძიება სრულყოფილად აწარმოოს ამ მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეზე. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ვინმეს დაპატიმრებაზე მსჯელობს, ეს სასამართლოს უფლებაა და იმუნიტეტის შეჩერება არ ზღუდავს დეპუტატს, დაიცვას საკუთარი ინტერესები სასამართლოში“, – აცხადებს ქვარაია.
დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები