ემზარ კვიციანი: არ არის აუცილებელი, მელიას პატიმრობა შეეფარდოს, 57 ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას და დეპუტატ ნიკა მელიას სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულება აქვთ, ეს ფაქტი კოლეგის გაწირვად შევა ისტორიაში. როგორც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 21 ივნისს საზოგადოებას მხოლოდ მელიას მოწოდება არ მოუსმენია და ამიტომ მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი არაა.
„ჩვენ 21-ში ვიხილეთ ბევრი ადამიანი, რომელიც აკეთებდა მოწოდებებს. მახსოვს ასეთი ფრაზა – ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება, გახსოვთ, ალბათ, ყველას, მაგის ავტორი ქვეყნის გამყიდველი – ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც არ სჭირდება არც შეჩერება იმუნიტეტისა და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გირაოთია გამოშვებული და არსად გაქცეულა. დღესაც აქ მოვიდა, ზის და გისმენთ. ყველა საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გაიქცევა, რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი, ეგ მაინტერესებს. თუ არის საშუალება, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში დაუდგეს ნიკა მელიას, აიღონ საკუთარ თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას, ან შინაპატიმრობაში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულება გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა. ბატონებო, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა თავიანთი კოლეგა გაწირა. რადგანაც მოვიყვანეთ, აქ დასვით, მაშინ კეთილი ინებეთ და დავიცვათ. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც პატიმრობა შეეფარდოს. 57 ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები