მდინარაძე მელიას: თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით

„თქვენს მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები, მათ დღეს მიგატოვეს, რომ ვინმეს შეცოდებოდით“, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.
„ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო – ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით. გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე – მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არგუმენტები არ ჰქონდათ, არგუმენტებით თქვენი სიმართლის შემთხვევაში ენახებინათ ჩვენი საზოგადოებისთვის თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს, რადგან დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ამიტომ, ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, სადაც მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოს. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან. ამ შემთხვევაში თქვენზე არაფერს ვლაპარაკობ. ადამიანურად გავიგე, გასაგებია ყველაფერი. აქ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ ადამიანურად და მართლა განვიცდით, მათ კი მიგატოვეს და არგუმენტები არ წარმოადგინეს, რაც უნდა წარმოედგინათ, თუ ასეთი იყო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები