პროკურორი: ამ წუთებშიც მუშავდება ზღვა ვიდეომასალა, რომელიც დეტალურად ასახავს მელიას მონაწილეობას აქციაზე ძალადობაში

“ამ წუთებშიც მუშავდება საგამოძიებო უწყებაში ზღვა ვიდეომასალა, რომელიც დეტალურად ასახავს მელიას უშუალო მონაწილეობას აქციაზე ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში”, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.
მისივე თქმით, ეს ფაქტი დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპოვებული ვიდეომასალით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
„მოცემულ შემთხვევაში მცდელობა აქვს ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მცდელობა აქვს მტკიცებულებათა დახლეჩას, დაყოფას, არასწორ ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენასა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას არსებობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ეს ფაქტი დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ, ასევე, მოპოვებული ვიდეომასალით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის – ექსპერტიზის დასკვნით“,. – განაცხადა გულუაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის წარმომადგენელმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ მათ ხელთ არსებული თუნდაც ვიდეოჩანაწერები წარმოედგინათ, რომელიც პროკურატურაში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მუშავდება.
„საქმეში, ასევე, მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნა, სხვა საპროცესო დოკუმენტაცია, უამრავი მედიასაშუალებიდან მოპოვებული ინფორმაციის დათვალიერებები, რომლებიც არაერთ ელექტრონულ მატარებელზე არის დატანებული და სწორედ ეს არის ტექნიკური საკითხი, რის გამოც ფერხდება გადაცემა, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში სრულად მოხდება ადვოკატისთვის მასალების გადაცემა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, თითქოსდა, ჩვენ ვაჭიანურებთ მტკიცებულებების გადაცემას”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები