საპარლამენტო კომიტეტების გადაწყვეტილებით, პროკურატურას შეუძლია, სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე ნიკა მელიას საკითხზე, რომელიც გულისხმობს გენერალური პროკურატურის მიმართვას სასამართლოსთვის მისი დაპატიმრების შუამდგომლობაზე, დეპუტატების უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა.
გადაწყვეტილებას ორივე კომიტეტიდან 15 -მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი წავიდა 4 დეპუტატი.
საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობაზე მსჯელობა დილიდან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ  პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საბოლოოდ გადაწყდება ნიკა მელიას საკითხი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, მან შეძლო, დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები