ღარიბაშვილი: ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, დაისჯება

„მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოსა და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით დაისჯება, განურჩევლად გვარისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შორის განსხვავება არსებობს.
„განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს, ნუთუ, განსხვავებას ვერ ვხვდებით?!
რაც შეეხება ბატონ ვასაძეს, მე როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები