მდინარაძე ნადირაშვილს: მშვენივრად გამოგადგათ გავრილოვის პროვოკაცია, მხოლოდ თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი

„გავრილოვისგან ხომ დაგვიცავით იმ დღეს“, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.
“მშვენივრად გამოგადგათ გავრილოვის პროვოკაცია, გავრილოვმა რაც გააკეთა, რა პროვოკაციული მოქმედებაც, მხოლოდ თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი”, – უპასუხა მდინარაძემ.
„თქვენ რომ არ მოსულიყავით დროზე, რა გვეშველებოდა“, – დასძინა ირმა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები