“ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული… რაც მაკავებს, არის შვილების დამოკიდებულება ჩემი საქციელის მიმართ“

“გგონიათ, პარლამენტში ვინმეს შიში ან მორიდება მაკავებს? ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული, ერთადერთი, რაც მაკავებს, არის ჩემი შვილების დამოკიდებულება ჩემი ამა თუ იმ საქციელის მიმართ”, – ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითზე მსჯელობენ.
„7 ნოემბერს ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა ჩემს შვილებთან და ოჯახთან. კარგად გაითვალისწინეთ, როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე თუ რამით გადავლახე ჩემი შვილების პრობლემა, რადგან პატარები იყვნენ, თქვენ არ ხართ იმ ასაკში, თქვენი შვილები უკვე ზრდასრული მოქალაქეები არიან, კარგად დაფიქრდით. თუ მე დღეს რამე მაკავებს პარლამენტში, თქვენ გგონიათ ვინმეს შიში ან მორიდება? ათასი სიგიჟე და სისულელე მაქვს გაკეთებული, ერთადერთი რაც მაკავებს, არის ჩემი შვილების დამოკიდებულება ჩემი ამა თუ იმ საქციელის მიმართ. ხშირად არ მოსწონთ, როგორ ვიქცევით, არ მოსწონთ, რას ვაკეთებ, არ მოსწონდათ ჩემი მოქმედება. პეტრე მამრაძე, რომელმაც საზიზღრობა ჩაიდინა, პირველ რიგში, სახლში ვერ შევედი, იმის გამო, რაც პეტრე მამრაძეს გავუკეთე, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი ნაძირალაა და გავრილოვთან დაკავშირებით 60 წუთს ჩაერთო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძემ დეპუტატებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მიმდინარე პროცესებზე მათი შვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები