რატი იონათამიშვილი: სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მაღალი სტანდარტით უნდა ჩატარდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს მაღალი სტანდარტებით უნდა ჩატარდეს.
​როგორც მან იურიდიულ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მეოთხედ განიხილავს
„ახლა რამდენჯერმე ითქვა, თითქოს, პირველად განიხილავს პარლამენტი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. მინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, ეს მინიმუმ მეოთხე შემთხვევა მაინც არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს განხილვა იყოს მაღალი სტანდარტით, ეს პრეცედენტი ნამდვილად შევქმნათ. წინა შემთხვევებში არ მახსენდება, რომ მაღალი სტანდარტით მომხდარიყო ეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები