გიგი უგულავა: გიორგი გახარია პარლამენტში კი არ უნდა მოვიდეს, სულ უნდა წავიდეს, ის დასაჭერია

გიორგი გახარია თანამდებობიდან კი არ უნდა წავიდეს, ის დასაჭერია იმისთვის, რაც ჩაიდინა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლაზე საუბრისას განაცხადა.

„გიორგი გახარია პარლამენტში კი არ უნდა მოვიდეს, სულ უნდა წავიდეს. პარლამენტში მოსვლა მას შემდეგ რაც 20 ივნისს მან გააკეთა, ჩვეულებრივი პროვოკაციაა. ის ჩვეულებრივი რუსი პროვოკატორია, რომელიც მოდის და ამ უბედურების შემდეგ აპირებს პარლამენტში მოვიდეს და ლოყებდაბერილ, აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას ელაპარაკოს და თავის ვერსიები შესთავაზოს. არ „პრავდება“, ვერც წინა ხელისუფლებამ „გავაპრავეთ” და ვერ ეს ხელისუფლება „გააპრავებს” გახარიას, ეს შეუძლებელია.

გახარია თანამდებობიდან კი არ უნდა წავიდეს, გახარია დასაჭერია იმისთვის, რაც ჩაიდინა. ამ სისხლს ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩამოიბანს, რაც არ უნდა მელია დაიჭიროს და ისრები გადაიტანოს. ისრები სხვა საკითხზე ვერ გადადის, საზოგადოება ამას არ იღებს”, – განაცხადა გიგი გულავამ.

რაც შეეხება გამოკითხვაზე მისი დაბარების საკითხს, როგორც უგულავა ამბობს, მას შესაბამისი უწყება არ მისვლია.

„გამოკითხვაზე დაბარებული არ ვარ და რომ დამიბარებენ ვიტყვი. არაფერი არ მომსვლია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები