პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკანორ მელიას პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრ ნიკანორ მელიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები