სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 55 პირი გათავისუფლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 55 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ერთი პირი კი, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.
“წარმოგიდგენთ 2019 წლის 20-21 ივნისს განხორციელებული სამართალდარღვევის ფაქტზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოსული საქმეების შეჯამებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა 61 პირის სააპელაციო საჩივარი. რიგ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული სახდელი, ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმისწარმოება, ზოგ შემთხვევაში კი დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ერთი პირი კი, რომელსაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები