“ცინიკურია, რომ ძალა, რომელმაც დაშალა მიტინგი 26 მაისს და რომლის შემდეგაც გვამები აღმოაჩინეს სახურავებზე, აყენებს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს”

0

ექსპერტმა ვაკა გორგილაძემ მემდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, გიორგი გახარიას გადაყენების საკითხის დაყენება არარელევანტურია და 26 მაისის მომწყობი პოლიტიკური ძალისაგან ცინიკურია.
„ყველაზე ამაზრზენი არის ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხეულები გამოიყენა. მათ დაგეგმეს პროვოკაცია, შტურმი პარლამენტის შენობის, რომლითაც “ცუნგ-ცვანგის” პირობებში დააყენეს, პრაქტიკულად, გიორგი გახარია. მას ალტერნატივა არ ჰქონდა – ან უნდა მიეღო გადაწყვეტილება, გადაერჩინა ეს ვითარება, დაემყარებინა წესრიგი, ან უარი უნდა ეთქვა ამაზე და გაფიქრებაც არ მინდა იმაზე, რა მოხდებოდა სხვა შემთხვევაში.
ბუნებრივია, რომ ძალის გამოყენების პირობებში მოხდებოდა გარკვეული დაზიანება. საფრანგეთის ყვითელი ჟილეტების პერმანენტული აქციების მიმდინარეობისას ვიცით, რომ 15-მდე ადამიანია გარდაცვლილი. რად გვინდა საფრანგეთი. პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაშალა მიტინგი 26 მაისს და რომლის შემდეგაც გვამები აღმოაჩინეს სახურავებზე, ეს პოლიტიკური ძალა აყენებს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს.
ორი საათის განმავლობაში უტევდნენ და სპეცრაზმი არ პასუხობდა. ტექნოლოგია იყო გამოყენებული. სათითაოდ გამოათრევდნენ, დემონსტრაციულად უწყობდნენ დერეფანს და ესეც გარკვეულ დემორალიზაციას ახდენდა. იმ კრიტიკულ ვითარებაში ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო და მადლობა ღმერთს, რომ დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა – მსხვერპლის გარეშე.
მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას გადაყენების საკითხის დაყენება არარელევანტურია  და ცინიკურია 26 მაისის მომწყობი პოლიტიკური ძალის მიერ”, – აცხადებს ვაკა გორგილაძე.

კომენტარები

კომენტარი