ჩინეთის პირველი ლედი კვლავ “ფორბსის” გავლენიანის ქალების სიაში ხვდება

ჩინეთის პირველი ლედი, უკვე მეორედ, “ფორბსის” გავლენიანის ქალების სიაში ხვდება. პენ ლიუანი – ანგელა მერკელის, დედოფალ ელიზაბეტისა და ლედი გაგას გვერდით აღმოჩნდა .პენ ლიუანი არანაკლებ პოპულარულია საკუთარ ქვეყანაშიც, ჩინეთში მას ერის დედასაც კი უწოდებენ. პირველი ლედი არ არის მისი ერთადერთი ტიტული. პენ ლიუანი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული მომღერალი, მოდის ფუძემდებელი და არმიის გენერალია. ის ერთადერთი ჩინელი პირველი ლედია, რომელიც “ფორბსის” სიაში მოხვდა. ის არასდროს არის ჩრდილში და უყვარს მედიასთან ერთიერთობა – ამას, როგორც წესი, ჩინეთის პირველი ქალბატონები ყოველთვის გაურბოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები