იტალიაში მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

29-30 ივნისს, ქ. ბელუნოს იტალიის ალპინისტთა კლუბში მიხეილ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
29 ივნისს, 16.00 წუთზე, დაგეგმილია რეზო თაბუკაშვილის დოკუნეტური ფილმის „მიხეილ ხერგიანის” ჩვენება. მესტიის ფოლკლორული ანსამბლის „რიხოს” კონცერტი და იტალიელთა სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის, ბერტო ლუგანაცის გახსენება.
30 ივნისს, 12.00 საათზე, მესტიის საკრებულოს წარმომადგენლები, ფოლკლორულ ანსამბლ „რიხოს” წევრები, მიხეილ ხერგიანის ოჯახი, მეგობრები და დელეგაციის სხვა წევრები, ტისის ალპინისტურ თავშესაფართან აღმართულ მემორიალურ დაფასთან პატივს მიაგებენ „კლდის ვეფხვად” წოდებული, დოლომიტებში 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ალპინისტის ხსოვნას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები