კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
„საქართველოს კულტურამ, ქართულმა თეატრალურმა ხელოვნებამ, შემოქმედებითმა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალების გამო. მისი მრავალმხრივი და შინაარსობრივი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი წარმატების პარალელურად, განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ბატონი სანდროს მიერ დაფუძნებულ თეატრ „გლობუსის“ თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც თეატრალიზებული წარმოდგენებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიული კონტექსტის გაცოცხლებას ითვალისწინებდა. ამ მხრივაც, სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებითმა თვალთახედვამ ქართული თეატრის ასობით მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის საქმისთვის ბატონი სანდროს მიერ სააგენტოსთან ერთად წამოწყებული იდეა სამომავლოდაც წარმატებებით განხორციელდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები