ხატია მოისწრაფიშვილი: სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ
„სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ცალკეულ ქმედებებისას თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და გადაცდომას, ეს არის გამოძიების საკითხი.
„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები ყველა შეკითხვაზე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. მოვლენები უნდა შეფასდეს და პასუხები გაეცეს კითხვებს. სამართალდამცველებმა იმოქმედეს ისე, როგორც უნდა ემოქმედათ. თუმცა, ამ ქმედებებისას თუ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, გადაცდომას, რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების თემა და პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. თუ გამოვლინდება დამნაშავე – ის, ვინც გადაამეტა ძალას, ის უნდა დაისაჯოს”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.