პარლამენტის შენობასთან “ნაცმოძრაობის” წევრები და მოქალაქეები აქციას მართავენ
პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მოქალაქეების მცირე ნაწილი ე.წ. საყვირების აქციას მართავენ. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წასვლას ითხოვენ.
შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. სამართალდამცველები რუსთაველის გამზირიდან პარლამენტისკენ მოძრავ ტრანსპორტს არ უშვებენ.
აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
პარალელურად, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები შენობაში შესვლამდე შემოწმებას გადიან.