ყაველაშვილი გოცირიძეს: შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდი მომღიმარი სახით მელიას შემოვარდნას და პარლამენტის შტურმით აღებას

0

„თქვენ პარლამენტის სასესიო დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი“, – ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა. მან „ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდა, დაანებონ დღის წესრიგს თავი და ის მოვლენები განიხილონ, რაც 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.
„დღეს თქვენ ბიუროს სხდომაზე ვერ აგცდებათ იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა ამ დღეებში. ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. მოუხმეთ კეთილგონიერებას, თავი დაანებეთ პროცედურულ ჩხირკედელაობას და დავიწყოთ მთავარ საკითხზე საუბარი. შეწყვიტეთ ახლა ამ პროცედურებზე და რეგლამენტის სიწმინდის დაცვაზე საუბარი. რეგლამენტის სიწმინდე კი არა, პარლამენტის სიწმინდე ვერ დაიცავით. კომუნისტი გავრილოვი შემოათრიეთ აქ. თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი. იმ დარბაზში თქვენ საშვი არა გაქვთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრების გაღიზიანება და სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდებოდი პარლამენტის შტურმით აღებას. მომღიმარი სახით რომ ელოდებოდი მელიას შემოვარდნას”, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გოცირიძეს.

კომენტარები

კომენტარი