სოზარ სუბარი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაშავებულებს მაქსიმალურად გაუუმჯობესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა
“ძალიან მტკივა გული, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქციაზე დაშავებულებს მაქსიმალურად გაუუმჯობესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა – მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში”, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
„მე მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი გულისტკივილი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც განიცადეს ძალიან სერიოზული დაზიანებები; მათ შორის არიან ჟურნალისტები. ბევრ მათგანს კარგად და დიდი ხანია, ვიცნობ. ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს მხედველობა; ადამიანები, რომლებიც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ. ძალიან მტკივა გული, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად გაუუმჯობესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა – მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში, სადაც შესაძლებელი იქნება, მათ გაუკეთდეთ მაქსიმუმი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი ჯანმრთელობა სრულად იქნას აღდგენილი, შეძლებისდაგვარად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა