კახა კალაძე: რთულია პასუხის გაცემა იმაზე, ლეგიტიმურია თუ არა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა

“რთულია პასუხის გაცემა, ლეგიტიმურია თუ არა აქციის მონაწილების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან რთული იყო იმ კონკრეტულ მომენტში სხვაგვარად მოქმედება, კონსტიტუციის ფარგლებში დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე – რამდენად ლეგიტიმურია გახარიას გადადგომის მოთხოვნა.
მისი თქმით, ახალგაზრდების მოწოდებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა რეაგირებაც და განცხადებებიც, მომხდარი კი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია.
„ვისმენდით ახალგაზრდა გოგო-ბიჭების მოწოდებებს, რომელთაც პროტესტი ჰქონდათ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით მართლაც ამაღელვებელი იყო და ჩვენი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი განცხადებები და რეაგირებაც. ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია ის, რაც მოხდა. იყო უმძიმესი, ძალიან მძიმე სანახავი. ცალკეულ კადრებს, რომლებიც არის მძიმე სანახავი, აუცილებლად მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები