ხაბაროვსკში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
ხაბაროვსკის მხარის ნოვოკამენკას და პრიამურსკის დასახლებაში კერძო თვითმფრინავი Аэропракт А-22 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაბაროვსკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ერთმოტორიანი თვითმფრინავი აღარ გამოვიდა კავშირზე, მის მოსაძებნად გაიგზავნა ვერტმფრენი „მი-8“ და ნაპოვნი იქნა ჩამოვარდნის ადგილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურა გამოიძიებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=WBI-GgUpB50&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]