ნინო ლომჯარია: მოვუწოდებთ არა მარტო პროკურატურას, არამედ – შსს-ს, სუს-ს, სდსს-ს, ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან

0

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს არა მარტო პროკურატურას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და ყველა სხვა უწყებას, ითანამშრომლონ ომბუდსმენის აპარატთან.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, იგი აპირებს, შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან.
„სახალხო დამცველი აპირებს, იმუშაოს არამხოლოდ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ შეისწავლოს და შეაფასოს ის სისტემური პრობლემები, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში აქციების მართვასთან. ფაქტია, ბოლო წლებში გამართული აქციების მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ სერიოზული პრობლემებია როგორც აქციების, ასევე – კონტრაქციების მართვასთან, ასევე, მისი დაშლის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა შეკრებისა და გამოხატვის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ არა მარტო პროკურატურას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და ყველა სხვა უწყებას, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი