მაია ცქიტიშვილი: გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გუნდში სერიოზული მსჯელობა არც ყოფილა
რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გუნდში სერიოზული მსჯელობა არც ყოფილა.
ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მშვიდობიანი პროტესტი გასცდა მშვიდობიან ფორმატს და ვიხილეთ მომიტინგეების გარკვეული ნაწილიდან მომდინარე ძალადობა. პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მოთმინებით იცავდა საკუთარ თავსა და სახელმწიფო ინსტიტუციას და მათ მოუწიათ აგრესიის შეჩერება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„დაუსიგნალე მთავრობას“ – ამ სლოგანით და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით დღეს დაიძრნენ.