შს სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს – „წადი“ – სკანდირებენ ისინი

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს და სკანდირებენ – „წადი“.
ისინი თანამდებობიდან შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები, თავდაპირველად, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც 14:00 საათისთვის მსვლელობა საყვირებისა და ავტომობილების სიგნალების ხმის ფონზე, შსს-ს შენობამდე გამართეს, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გარდა სხვა მოთხოვნებიც აქვთ:
ისინი იმ მოსამართლეების მიერ თანამდებობის დატოვებას ითხოვენ, ვინც 21 ივნისის ღამეს დარბეული ადამიანების მიმართ წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს, 19:00 საათზე საპროტესტო მიტინგი პარლამენტის შენობის წინ კვლავ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები