ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან
ნატოს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, სადაც პირველად მოხდება უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიული შედეგების განხილვა.
რადიო თავისუფლების ცნობით, ნატომ შეიძლება გადახედოს 1997 წელს რუსეთთან დადებულ შეთანხმებას, რომელიც ადგენს, რომ ნატომ არ უნდა განალაგოს ჯარები რუსეთის საზღვრებთან ახლოს.
სააგენტო “ფრანს პრესი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები მიმდინრე კვირაში განიხილავენ ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ალიანსის ძალების მუდმივად განთავსების საკითხს და ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე.
აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე იქნება მიღებული.