სოფიო ქაცარავა: ვერ ვხედავ სივრცეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი დამოკიდებულებას შეიცვლის

“ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აცხადებს.
როგორც ქაცარავა აღნიშნავს, რუსეთს აქამდე არ შეუსრულებლია არცერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, შესაბამისად, მოლოდინის საფუძველი, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, არ არსებობს.
“ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი. ჩვენი პოზიცია, რასაც ყველა ფორმატში ვახმოვანებთ და დავაყენებთ დღის განმავლობაში, არის პრინციპული და მყარი: არსებული სანქციების სისტემის წესების შეცვლას ვეწინააღმდეგებით და რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით. რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არცერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება. მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს”, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები