ია მეტრეველი: ეს ადამიანები როგორ ექცეოდნენ პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა ეს ყველაფერი

„ეს ადამიანები როგორ ექცეოდნენ პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა ეს ყველაფერი და სწორედ, სპეცრაზმის გამოყვანა გახდა საჭირო იმიტომ, რომ უკვე მიდიოდა გადატრიალებაზე მოწოდება და შეჭრაზე პარლამენტში,   რა თქმა უნდა, ეს უნდა აღკვეთილიყო“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.
ია მეტრეველი იმ პიროვნებების ქმედებების გამოძიებას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ.
„ეს ადამიანები როგორ ექცეოდნენ პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა ეს ყველაფერი და სწორედ სპეცრაზმის გამოყვანა გახდა საჭირო იმიტომ, რომ უკვე მიდიოდა გადატრიალებაზე მოწოდება და შეჭრაზე პარლამენტში,   რა თქმა უნდა, ეს უნდა აღკვეთილიყო. ჩემი პირადი მოთხოვნაა და არა მარტო ჩემი, უამრავი ადამიანი მეხმაურება და სწორედაც ჩვენ, საზოგადოება, რომლებიც ვართ ძალიან დიდი უმრავლესობა, მოვითხოვთ იმას, რომ დროულად იქნეს გამოძიებული იმ პიროვნებების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ გადატრიალებას, რომლებსაც უნდოდათ პარლამენტში შეჭრა და, აი, ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დროულად, ამას ელოდება საზოგადოება და თუ ეს ასე არ მოხდება დროულად, ნამდვილად ჩვენ გავალთ ქუჩაში და ჩვენ ვართ ძალიან დიდი უმრავლესობა. ხალხი ელოდება მთავრობისგან ქმედებებს და გვაქვს დიდი იმედი, რომ დროულად მოხდება პასუხისგებაში იმ პიროვნებების მიცემა, რომლებიც პირდაპირ გადატრიალებას მოუწოდებდნენ და უნდოდათ ქვეყნის არევა და პარლამენტში შეჭრა. ეს ძალიან კარგად ჩანს კადრებში და ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიხილეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები