ეკა ბესელია: გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს

“გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს”, – ამის გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს.

„გამოვრიცხავ, მმართველ გუნდში ვინმემ ასეთი არანორმალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ტელევიზიაში შევარდეს. ამას თუ ვინმე სერიოზულად გადაწყვეტს, ეს აბსოლუტური სიგიჟეა. ყველა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ვხედავ, ბევრ საბედისწერო შეცდომას უშვებს „ქართული ოცნება“, ის რომ ტელევიზიაში შევარდნენ, მე პირადად არ ვუშვებ, რომ მსგავს სიგიჟეს ვინმე ჩაიდენს. ასეთ რამეს ვინმეს არც ვურჩევ. „ქართულ ოცნებაში“ ბევრზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამის პოლიტიკურ ფასს ხვდებიან და არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს. თავისუფალი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მოქალაქეებს უნდა მისცენ და ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს. გვარამიას ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. პასუხი მყისიერი იყო რაც მოვისმინე. მე პირადად გამოვრიცხავ, რომ ასეთ სიგიჟეს ჩაიდენენ. თუ ამას ცალკეული პირები და პოლიტიკოსები ფიქრობენ, ნამდვილად ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აფეთქდე საკუთარ ნაღმზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს. აღნიშნულს მალევე უპასუხეს მმართველ გუნდში. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

“არავითარი საფრთხე არცერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას”,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები