თსუ-ში ფინალური გამოცდების მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სახელით გავრცელებული სტატუსი, რომლის თანახმადაც, თითქოს მოიხსნა ფინალური გამოცდები, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სიცრუეს უწოდებს.
“თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სახელით გავრცელებულ ყალბ სტატუსს, რომლის თანახმადაც, თითქოს მოიხსნა ფინალური გამოცდები. სასწავლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და გთხოვთ, მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. სტუდენტებს წარმატებას ვუსურვებთ!” -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები