სირიაში პრეზიდენტს ირჩევენ
სირიაში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. პირველად, 50 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობისთვის, ასადების ოჯახის წარმომადგენელთან ერთად, კიდევ ორი სხვა კანდიდატი იბრძოლებს. კენჭისყრა მხოლოდ იმ რაიონებში მიმდინარეობს, რომლებსაც სირიის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.
სირიის ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ კი სირიის არჩევნებს ფარსი უწოდა.