ხობში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო ​

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში უბედური შემთხვევა მოხდა.
“კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო.
როგორც სააგენტოსთან თვითმხილველები ჰყვებიან, ბიჭს ცურვისას გულის გაუსკდა.
ამ დროისთვის ცხედარი ნაპოვნია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები