უკრაინული არმია სლავიანსკს შტურმით იღებს (ვიდეო)

დღეს დილიდან უკრაინის არტილერიამ ლუგანსკის შტურმით აღება დაიწყო. ქალაქი დაბომბეს. სემიონოვკის მხრიდან ჯავშანტექნიკა შემოდის. შეიარაღებული ფორმირებები ავტომატებით, სნაიპერებით და ყუმბარმტყორცნიდან არტილერიით პასუხობენ დარტყმებს. რამდენიმე უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი ყუმბარმტყორცნმა დააზიანა. ხალხი გარეთ ვერ გამოდის და მათ ქალაქიდან გასვლაც არ შეუძლიათ. მოსახლეობის უმრავლესობა, დაბომბვის შიშით სამსახურში ვერ წავიდა. შტურმს შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვიც გამოეხმაურა.
“სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. სემიონოვკას რაიონში რამდენიმე ბლოკსაგუშაგო გავანადგურეთ, ბრძოლა გრძელდება”, – დაწერა ფეისბუქზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=pGrcgu7RKXc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები