ელენე ხოშტარია: მერიამ პარლამენტის ტერიტორიიდან ორგანიზატორების კუთვნილი სცენა მოიპარა

“მერიამ დღეს დილით, პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.
მისივე განცხადებით, კალაძემ, ჯებირების აღებით, გზა გაუხსნა პროვოკატორებს.
„ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ვერანაირად ვერ ჩაახშობენ საზოგადოებრივ პროტესტს. მერიამ, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, დღეს დილით, პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები.
მინდა, მივმართო მერიას: სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლით თქვენ ვერაფერს მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. ეს არის უბრალოდ, სასაცილო, რომ ამას უპირისპირებთ ამხელა მრავალრიცხოვან პროტესტს, ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებისა”, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები