“ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

“იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს”, – ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაშია ნათქვამი. “როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს. მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, ტრანსფერის დრო იქნება დაახლოებით 1 საათი”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები