სანდრა რულოვსი: სისტემური ცვლილებები პოლიტიკოსების ჩართვის გარეშე არ გამოვა

“სტრუქტურული, სისტემური ცვლილებები, პოლიტიკოსების ჩართვის გარეშე არ გამოვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა განუცხადა.

“თუ გინდათ, ქვეყანაში იყოს სტრუქტურული, სისტემური ცვლილებები, პოლიტიკოსების ჩართვის გარეშე ეს არ გამოვა. მე მესმის, რომ არის გარკვეული სენსიტურობა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია და რამდენიმე ოპოზიციური პარტია – ყველა ერთ მხარეს ვდგავართ, გვინდა, რომ ამ მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს, დილით პარლამენტში”, – განაცხადა რულოვსმა.

რამდენიმე წუთში, რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყება, სადაც სტუდენტებთან ერთად, პოლიტიკოსებიც მივლენ. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები