აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
მათი განცხადებით, აქციის ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები დღეისთვის დასრულებულია.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ძალების დაზოგვა, რათა მათ შეძლონ სტრატეგიის დასახვა თუ როგორ უნდა გარძელდეს საპროტესტო მუხტი.
აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა. როგორც ისინი აცხადებენ არ დაიშლებიან და საორგანიზაციო საკითხებს თავად მოაგვარებენ.