მაშველები 27 წლის დავით ლომაძეს ეძებენ

მაშველები შავ ზღვაში, ურეკის სანაპიროსთან 27 წლის დავით ლომაძეს უკვე მეორე დღეა ეძებენ – ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი თქმით, „112“-ში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საღამოს 6 საათზე დაფიქსირდა.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დავით ლომაძემ ძლიერი ღელვის დროს, ზღვაში ორი ბავშვის გადარჩენა შეძლო, თავად კი ზღვიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩართულები არიან აჭარის საგანგებო მართვის დეპარტამენტის მყვინთავები. ამჟამად ცუდი ამინდის გამო, ხილვადობა ძალიან ცუდია, როგორც კი ამინდი ოდნავ მაინც გაუმჯობესდება, ძებნა განახლდება“, – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
დავით ლომაძე ოჯახით გურიაში, სოფელ შრომაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 2 წლის შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები