თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას ბაიკერები და მოპედისტები შეუერთდნენ

თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციას ბაიკერები და მოპედისტები შეუერთდნენ. ისინი უნივერისტეტის წინ მიმდინარე აქციას რუსთაველის გამზირიდან შეუერთდნენ.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აქციით პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. სტუდენტები აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერენ და არ აპირებენ, შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ყველა ძალა პასუხისმგებელია როგორც გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე – მთელს პროცესზე, რომელმაც არსებულ კრიზისამდე მიგვიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები