ლუგანსკში მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა
უკიდურესად დაძაბულია მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთით. ლუგანსკში მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა. მესაზღვრეებს შეიარაღებული სეპარატისტები თავს დაესხნენ. გვიან ღამით სამხედროების დასახმარებლად ქალაქში ავიაცია გამოჩნდა. იერიშში დაახლოებით 500 სეპარატისტი მონაწილეობდა. მათ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ყუმბარმტყორცნებიც გამოიყენეს. პირველი შეტევა დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა მისი მოგერიება შეძლეს. შეიარაღებული დაპირისპირება სლავიანსკშიც მიმდინარეობს. ეროვნულმა არმიამ სეპარატისტების რამდენიმე ბლოკსაგუშაგო გაანადგურა.