რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგიტარიევი საქართველოს კურორტებისა და ქართული პროდუქციის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც მან განაცხადა, ბოიკოტირება თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის გამო უნდა მოხდეს.
„საქართველოს ყველა კურორტისა და ყველა ქართული პროდუქციის ბოიკოტი – ყველაზე სწორი გადაწყვეტილება თბილისში, რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ.
„დაელოდონ ტურისტებს აშშ-დან, ევროკავშირიდან, ხოლო ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდონ“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.