აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, გზა გადაკეტეს(ფოტო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ტრიბუნაზე გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებიან. აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ. პოლიციელების რაოდენობამ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა.
აქციას ასევე, ემატებიან მოქალაქეები. აქციის მონაწილეების ნაწილი ერთ თვალზე გაკეთებული სახვევებით გამოჩნდა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მათ ვინც გუშინ თვალი დაკარგა.
მომიტინგეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, მათ მინისტრს გადაწყვეტილების მისაღებად სამი საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აქციების დაწყებას აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები