სლავიანსკში ერთი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

სლავიანსკში, ტერორისტების მიერ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების კოლონაზე თავდასხმის შედეგად, ერთი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
“უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ტერორისტებმა, უკრაინელ ძალოვანებზე თავდასხმისას, უკრაინელთა ჯავშანტრანსპორტიორს ცეცხლი გაუხსნეს. მისივე თქმით, უცნობია ტერორისტთა მხრიდან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია. დღეს დილიდან კი სლავიანსკში, კრამატორსკსა და კრასნი ლიმანში ანტიტერორსიტული ოპერაციები განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები