ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ჟურნალისტი, გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი ვლადიმერ სოლოვიოვი საქართველოში არ შემოუშვეს – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ТАСС“ ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი თბილისის შ. რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 21 ივნისს მოსკოვიდან ჩამოფრინდა, თუმცა იგი ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.
„იგი გააჩერეს აეროპორტის სასაზღვრო- საკონტროლო პუნქტთან, ჩამოართვეს პასპორტი და სამსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ უახლოესი რეისით უკან უნდა გამგზავრებულიყო„ – აცხადებს „კომერსანტის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმრ ჟელენკონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები