ევროსაბჭოს კომისარი: ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებ

„შეშფოთებული ვარ გასულ ღამეს თბილისში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებით“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თბილისში გასული ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა.
ამასთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გუშინ მომხდარი მოვლენები სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს.
„შეშფოთებული ვარ გასულ ღამეს თბილისში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირებით. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობაზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის საქართველოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებ.
საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის პოლიციის ოპერაციები ადამიანის უფლებების დაცვით უნდა ჩატარდეს“, – წერს ევროსაბჭოს კომისარი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები