სალომე სამადაშვილი: ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია, გახარიამ თანამდებობა დატოვოს

“ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია, გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყონებლივ დატოვოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კობახიძის გადაყენება დაგვიანებული ნაბიჯია.
“კობახიძის გადაყენება დაგვიანებული ნაბიჯია. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია, გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყონებლივ დატოვოს. ასევე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს, რომ ქვეყანა პირდაპირ პროპორციულ საარჩევნო წესზე გადავიდეს. ხელისუფლების გზავნილია, რომ არ აპირებს  ძალაუფლების დათმობას და გვეუბნება – დაგასისხლიანებთ, თვალებს დაგთხრითო. გუშინ გახარიასა და ივანიშვილის გზავნილი ეს იყო. დღეს, პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბება და ვინმე შეეცადოს, რომ ისინი დაარწმუნოს, კობახიძის გადაყენება და ზაქარია ქუცნაშვილის წასვლა რამდენად ადეკვატური იქნება.
მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ შევიკრიბოთ პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, როგორც გუშინ შევიკრიბეთ და გავაპროტესტეთ, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სპიკერის სავარძელში. დღეს, ასევე, უნდა შევიკრიბოთ, რომ გავაპროტესტოთ გავრილოვის სამარცხვინო ღამე ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები