სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული, რომ აქ გარკვეული პროვოკაციების ნიშნებიც იყოს

„ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა, პოლიციელი თუ რიგირთი მოქალაქე, იდგა თავისი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკა და ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედგების წინაწარ გათვლას, ეს გუშინ დაირღვა.
„მადლობა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ასევე, ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ბოლო შესაძლებლობამდე ცდილობდნენ, ჩვენი მოქალეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება. ჩემი გულის ტკივილის გამოხატვა არაა სააკმარისი. საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პასუხიმგებლობას მომხდარზე. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედგების წინაწარ გათვლას, ეს გუშინ დაირღვა.
მომხდარმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია ჩვენი ერის პროტესტი. არ არის გამორიცხული რომ აქ გარკვეული პროვოკაციების ნიშნებიც იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ოკუპაციის პირობებში არ აქვს ქართულ საზოგადოებას უფლება, დაიყოს პოზიცია-ოპოზიციად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები