გიორგი გახარია: იქ, სადაც გადამეტების კონკრეტული ფაქტი იყო, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ  გუშინ  რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მინისტრის თქმით, სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების კონკრეტულ ფაქტებს დეტალურად შეისწავლიან.
„ეს იყო რთული პროცესი. პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ, დადგნენ და იცავდნენ მათ. იქ, სადაც იყო გადამეტების კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები