ანზორ ჩუბინიძე: დარწმუნებული ვარ, სერიოზულად დაშავებული არავინაა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის თქმით, რუსთაველზე სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა ყველაფერი ნორმის ფარგლებში გააკეთეს.
ის იმედოვნებს, რომ სერიოზულად დაშავებული არავინაა.
“ყველაფერი კულტურულად იყო გაკეთებული, მემგონი თავიც კი არავის გატეხვია. დაშავებულებზე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სერიოზულად დაშავებული არავინაა”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.